ამერიკულმა ორგანიზაცია iSeeCars-მა, რომელიც საავტომობილო ბაზრისა და ავტომობილების გაყიდვების კვლევით არის დაკავებული, ექსპლუატაციის პირველივე წელს ყველაზე ხშირად გაყიდვადი ავტომობილები დაასახელა. რეიტინგის 11 ადგილი პრემიალურ ავტომობილებს უჭირავთ.
ექსპერტებმა 2015-17 წლებში ავტომობილების გაყიდვების 24 მილიონი ფაქტი გააანალიზეს და VIN კოდების საშუალებით განსაზღვრეს ის მოდელები, რომლებიც ერთ წლამდე ასაკში მეორადი ავტომობილების ბაზარზე მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ iSeeCars-მა მხედველობაში არ მიიღო ახალი ავტომობილები დიდი გარბენით და მეორადი ავტომობილები მეტისმეტად დაბალი გარბენით. ასევე, რეიტინგში არ შევიდნენ ის მოდელები, რომლებიც მხოლოდ 50 000 ერთეული გაიყიდა. ყველაზე ხშირად გადაყიდვად ავტომობილად ექსპერტებმა BMW 3-Series დაასახელეს. რეიტინგში სულ BMW-ს სამი მოდელი და ორი ”მერსედესი” შევიდა.
შეძენიდან პირველივე წელს ყველაზე ხშირად შემდეგ მოდელებს ყიდიან:
- BMW 3-Series
- BMW 5-Series
- Mercedes C-Class
- Nissan Versa Note
- Dodge Dart
- BMW X3
- BMW 4-Series
- Mercedes E-Class
- Chrysler 200
- Subaru WRX
- Nissan Versa
ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრემიალურ ავტომობილებს მძღოლები ყველაზე ხშირად იმედგაცრუების გამო ყიდიან. iSeeCars-ის ინფორმაციით, ყველაზე გადაყიდვადი მესამე სერია მარტივი კომპლექტაციებით შეიძინეს და შესაბამისად საჭირო შთაბეჭდილებაც ვერ მოახდინეს.
გარდა ამისა, iSeeCars-მა ისიც დაითვალა, რა ღირდა ახალი ავტომობილი და რამდენად გაიყიდა ექსპულატაციის პირველივე წელს. ყველაზე მეტად Subaru WRX გაუფასურდა.