ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პატარიძის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო “ფორტუნას” თვითმხილველმა მიაწოდა. მისი თქმით, ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ბრიგადა და სამედიცინო დახმარების ორი ეკიპაჟი.
სხვა დეტალები ჯერჯერჯობით უცნობია.