კახეთში, ყვარლის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ შილდის საავტომობილო გზაზე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილია მგზავრი, ავტომანქანის მძღოლი კი გადაყვანილია საავადმყოფოში.