LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ზესტაფონში – დაშავებულია ორი ადამიანი

57

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

დაშავებულები „ოპელის“ მარკის ტაქსიში ისხდნენ. ისინი ზესტაფონის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები