LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

131
image00001-1.jpeg

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ამის შესახებ საგარეო უწყება „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„საქართველოს ქალაქ ბათუმში შვიდსართულიანი შენობის ჩამონგრევის ამბავმა ძალიან დაგვამწუხრა. ჩვენ ვუსამძიმრებთ შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ყველა დაშავებულს.

სოლიდარობას გამოვხატავთ მეგობრული საქართველოს მიმართ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას.

ნანგრევებში მაშველები სავარაუდოდ, კიდევ სამ ადამიანს ეძებენ

დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ერთ-ერთი პირველი ამოყვანილი ქალი, 35 წლის ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ინგა მეკეიძე იმ 2 არასრულწლოვნის დედაა, რომელთა ცხედრებიც გუშინ ნანგრევებში იპოვეს – ტრაგედიას ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა

ტრაგედიას ამ დროისთვის 6 გარდაცვლილი ჰყავს. 

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა წრე გაიზარდოს

ბათუმში კორპუსის ნგრევის ფაქტზე დააკავეს 3 ადამიანი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე

შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ტანსაცმელსა და საკვებს აგროვებენ

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g