LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზრზე არ ხარ, როგორ დაფრინავ და სად ხარ, პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ ამ თემებში გამეცადინოს? ზარქუა – ვაშაძეს

76
Untitled design (2)

“პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს ამ თემებში? ისეთ კითხვას სხვამ, აზრზე არ ხარ.” – ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

გიორგი ვაშაძესთან შეკამათების დროს ზარქუამ აღნიშნა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიერს სურს, პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს და თან ეს თემა ალეკო ელისაშვილს წაართვას:

“დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ პოპულიზმი. ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო, მცდელობა აქვს, ვერ მიხვდა რა თემებს მოეჭიდოს, ახლა უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში ვინ გიკრძალავს? თამამად, უბრალოდ ჩაიხედე რასაც ყვები. აზრზე არ ხარ, გინდა ეს თემა წაართვა ელისაშვილს. ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა შემოგვიერთდი და უფრო მეტს გაიგებ. იმას, რასაც შენ მოითხოვ, გადაიკითხე, წერია, რომ ბენეფიციარს, პენსიონერს, მოთხოვნით დღესაც შეუძლია “საქართველოს ბანკში” თუ “თიბისიში” მოითხოვოს და დაერიცხოს სესხი. აზრზე არ ხარ, როგორ დაფრინავ და სად ხარ, ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.

მეორე თემა იყო, რომ კურსი გაიქცა. კურსი არ არის კონსტიტუციით, ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ალბათ, არ გაქვს ინფორმაცია და გეტყვი, მეტად კომპეტენტურები, რომ აღმოჩნდეთ ეროვნულ ბანკთან. საკრიტიკო არის, როგორ არ არის, როდესაც ინფლაცია 7%-იანია. ჩვენთან მცურავი კურსი გვაქვს. პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს ამ თემებში? ისეთ კითხვას სხვამ აზრზე არ ხარ. 36%-მაღალია, იცი, 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი.” – მიმართა ზარქუამ ვაშაძეს.

პოპულალურები