ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის სოფელ დარჩელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც გაირკვა, მას ცივი იარაღით ჭრილობები ბაბუამ მიაყენა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო მანიპულაციები უკვე ჩაუტარდა.
ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბაბუა-შვილიშვილის დაპირისპირების მიზეზი კი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობითვე შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებული ბაბუა უკვე დაკავებულია.
