თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა, რომ ისინი ბრძოლას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
მისი თქმით, მათი პროტესტი არ დასრულდება მანამ, სანამ არ მიიღწევა მთავარი მიზანი.
„არ გავჩერდებით და არ შევეგუებით… გვინდა თავისუფლება, სამართლიანობა. ამდენ შრომას, აქ გატარებულ დღეს, თვეს, წუთებს წყალში ვერ ჩავყრით. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია მთავარი მიზნისთვის – ჩვენი მეგობრები ისევ ციხეში არიან და ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა ახალი არჩევნები“, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.