LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Backstreet Boys-ის ვოკალისტის, ნიკ კარტერის სიგამხდრემ ფანებში შეშფოთება გამოიწვია

139
Backstreet Boys-ის ვოკალისტის, ნიკ კარტერის სიგამხდრემ ფანებში შეშფოთება გამოიწვია

Backstreet Boys-ის ვოკალისტის, ნიკ კარტერის გარეგნობამ გულშემატკივრებში შეშფოთება გამოიწვია, ისინი მისი ჯანმრთელობის გამო ნერვიულობენ. ოთხშაბათს, მომღერალმა ინსტაგრამზე Backstreet Boys-ის ლას-ვეგასის რეზიდენციაში ვარჯიშის წინ ახალი სელფი გააზიარა.

„დღევანდელი რეპეტიციების წინ ვეგასის სიცხეში ვტკბები“ – დაწერა 45 წლის კარტერმა ფოტოზე.

კარტერი კარგ განწყობაზე ჩანდა, მას ნაცრისფერი ქუდი ეხურა და მუქი წითელი მაისური ეცვა. გულშემატკივრებმა კომენტარების განყოფილებაში მისი სიგამხდრის შესახებ შეშფოთება ვერ დამალეს, ერთ-ერთმა მათგანმა დაწერა: „ბოდიში, მაგრამ ჩემთვის ცოტა გამხდარი ჩანხარ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები