13 ნოემბერს, 26-ე Latin Grammy Awards გაიმართება. ლათინურმა ხმისჩამწერმა აკადემიამ დაჯილდოების ტოპ ნომინანტად, ბედ ბანი დაასახელა. არტისტი 12, მათ შორის ,,დიდი ოთხეულის” 3 – ,,წლის ჩანაწერის”, ,,წლის ალბომისა” და ,,წლის სიმღერის” ნომინაციაშია წარდგენილი.
Bad Bunny-ის დებიუტი ,,ლათინურ გრემიზე”, 2017 წელს შედგა. მაშინ ის საღამოს ნომინანტი და ,,გესთ” პერფორმერი იყო. ინდივიდულურად ბედ ბანი აუდიტორიის წინაშე, 2018 წელს წარდგა. ის ამ წლის ნომინანტიც იყო, თუმცა როგორც სოლო შემსრულებელმა პირველი ჯილდო 2019 წელს მიიღო, როცა სადებიუტო სტუდიური ალბომით – X 100pre ,,საუკეთესო ურბანული მუსიკალური ალბომის” ნომინაციაში მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დებიუტიდან ამ დრომდე ის ნომინანტთა შორის, ყოველწლიურად ხვდება.
ამჟამად, მომღერალი ,,ლათინური გრემის” 32-გზის ნომინანტი და 12-გზის გამარჯვებულია.
Bad Bunny-იმ 5 იანვარს, მეექვსე სოლო სტუდიური ალბომი – Debí Tirar Más Fotos გამოუშვა.

ცნობისთვის, ,,ლათინური გრემი” არის ერთგვარი ,,გრემის” პლატფორმა სამხრეთამერიკული ქვეყნების, ესპანური და პორტუგალიური ენის მუსიკისთვის, რომელიც 2000 წლიდან გაიცემა.