ცნობილი ხდება ბრიტანული კინოს მთავარი კინოპრემიის, „ბაფტას“ ნომინანტების ვინაობა. „ბაფტას“ დაჯილდოვება ალბერტ-ჰოლში, 10 თებერვალს გაიმართება. ნომინანტების სია ძალიან ჰგავს „ოქროს გლობუსის“ ნომინანტების ჩამონათვალს, თუმცა არის რიგი განსხვავებები. მაგალითად გლობუსისგან განსხვავებით, წელს ბრიტანული აკადემიის ლიდერი იორგას ლანტიმოსის ფილმი „ფავორიტია“, რომელიც 12 ნომინაციაშია წარდგენილი. მას ფეხდაფეხ მოსდევენ „ბოჰემური რაფსოდია“, „ვარსკვლავის დაბადება“ და „ადამიანი მთვარეზე“.
რაც ეხება მსახიობებს, ქალთა შორის ლიდერებად მიიჩნევიან გლენ ქლოუზი და ლეიდი გაგა. მამაკაცებს შორის კი, რამი მალეკი და ბრედლი კუპერი. კუპერს აქვს შანსი „ბაფტა“ წლის საუკეთეო სარეჟისორი ნამუშევარისა და წლის ფილმისთვისაც მიიღოს.