ვიდეო ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში, მის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა.
“ატირეს, ანერვიულეს დედაჩემი და ჩემი გამწარებული ბებია. ბახმაროში წამოვედი ჩემებს რომ არ დავენახე ასეთი განადგურებული – ნათელე მირეკავს თუ გინდა ვიცოცხლო არ იტიროო! მე აუცილებლად მივალ იმ ოჯახში ვის გამოც გადამიარეთ და აუცილებლად ჩავიკრავ გულში შვილმკვდარ დედას. ბოლოჯერ ვეხები ამ თემას და გულით მინდა გითხრათ მადლობა ყველას თანადგომისთვის . მართლა როგორ გყვარებივართ . მადლობა დაუსრულებლად და მიიღეთ ჩემი დიდი მადლიერება თქვენდამი. მიყვარხართ და იცოდეთ დღეს მე თქვენ გადამარჩინეთ.
“მალე შეხვდებით ისეთ გივიკოს, როგორიც თქვენ გიყვართ”, – წერს გივიკო დიდია ფეისბუქში.
მოგვიანებით, ბლოგერმა ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
“ძალიან ცუდად ვარ, მაპატიეთ ჩემი არ ცოდნა. ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მართლა მეშინია გული არ გამისკდეს”, – წერს პოსტში ბლოგერი.
როგორც გივიკო აღნიშნავს, მსგავსი ფაქტის წინაშე პირველად დადგა.
“გთხოვთ, ნუ მლანძღავთ და ნუ მაგინებთ, არ ვიცოდი ეს ფაქტი. საჯაროდ ვიხდი ბოდიშს.. ძალიან ცუდად ვარ, ვერ ვსაუბრობ. ძალიან ვწუხვარ, მთელი გულით ვიზიარებ რაც გვჭირს”, – აღნიშნავს გივიკო დიდია.
