LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაკურიანში 6 000 კვადრატული მოვითხოვე 49 წლის ვადით – კუპრავა დავითაშვილისგან პასუხს ელის

127
Untitled design - 2022-02-02T172904.341

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა ზვიად კუპრავამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს განცხადებით მიმართა, რომ ნახევარი ჰექტარი მიწა გადასცენ.

როგორც კუპრავა განმარტავს, მინისტრ დავითაშვილის გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიწის დაკანონება.

პრემიერის მეუღლეს ბაკურიანში ტყის ნაწილი 49 წლით გადაეცა – ნუნუკა თამაზაშვილი წელიწადში 6 255,9 ლარს გადაიხდის

„მან გუშინ გააკეთა განცხადება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც 49 წლის ვადით მიიერთა ტყის ფართობი, მინისტრის თქმით, აქ არანაირი კანონდარღვევა არ არის, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს, დაწეროს განცხადება და მიიღოს ტყის მასივი იჯარით, აქ არანაირი კანონდარღვევა არ არის, როგორც იგი აცხადებს.

ამიტომ, დღეს მივედი, დავწერე განცხადება, შევიტანე მინისტრის სახელზე და მოვითხოვე ბაკურიანში ზუსტად იგივე ფართი, რაც გადაეცა ღარიბაშვილს, იგივე ვადით, 6000 კვადრატული მოვითხოვე 49 წლის ვადით, ბაკურიანის ტერიტორიაზე. ახლა ველოდები, როდის გადმომცემენ ამ ტყეს, მინისტრის განცხადების საფუძველზე“, – განაცხადა კუპრავამ ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა… პირველად გავიგე, რომ თურმე იჯარა ჩუქება ყოფილა – კობახიძე და მდინარაძე ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრის ნუნუკა თამაზაშვილისთვის გადაცემაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g