LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა… პირველად გავიგე, რომ თურმე იჯარა ჩუქება ყოფილა – კობახიძე და მდინარაძე ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრის ნუნუკა თამაზაშვილისთვის გადაცემაზე

673
Untitled design - 2022-01-30T204306.523

რამდენიმე დღის წინ “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ – მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს, ბაკურიანში 5958 კვ,მ. ტყე აჩუქა.

პრემიერის მეუღლეს ბაკურიანში ტყის ნაწილი 49 წლით გადაეცა – ნუნუკა თამაზაშვილი წელიწადში 6 255,9 ლარს გადაიხდის

დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა აღნიშნულ ტყეზე ჰკითხეს.

„ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი „თითიდან გამოწოვილია“.

„რასაც ტყის მასივს ეძახიან, ეს არის კონკრეტული ტერიტორია ნახევარ ჰექტრამდე, სადაც სულ რამდენიმე ხეა. ეს არის მოკლედ, დეტალებთან დაკავშირებით. აქედან ჩანს ის, რომ სასაუბრო არაფერი დარჩა ოპოზიციურ მედიას და ასეთი თითიდან გამოწოვილი თემებია“, – აღნიშნავს კობახიძე.

პირველად გავიგე, რომ თურმე იჯარა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ჩუქება ყოფილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა მეუღლეს ბაკურიანში 6 ათასი კვადრატული მეტრი ტყე 49 წლით სარგებლობაში გადასცა.

მან გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ მიწებს საკუთრებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გადასცემდნენ.

„ჩუქება იყო ის, რასაც თქვენი პარტიის ხელმძღვანელები აკეთებდნენ. თქვენი პარტიის ხელმძღვანელები რასაც აკეთებდნენ, თურმე ის უნდა გაეკეთებინათ და შემდეგ არ ამოიღებდით ალბათ ხმას, რადგან ისინი საკუთრებაში გადასცემდნენ. ამ შემთხვევაში მოვლა-პატრონობა რომ წერია ის არ გახსოვთ, ჩუქება კი არა, იჯარა რომ წერია, ისიც არ გახსოვთ. მიმდებარე ტერიტორია რომ არის, სადაც რამდენიმე ხეა, მაგრამ ამასაც შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს იჯარასთან და მოვლა-პატრონობასთან,ესეც არ გახსოვთ. ხალხს ნუ ატყუებთ და ნუ ცდილობთ მოუყვეთ ის, რაც მართალი არ არის. სიმართლე მოუყევით და თუ სიმართლეში პრობლემა იქნება, შემდეგ ამაზე ვიმსჯელოთ. თავიდანვე ტყუილით იწყებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ე.წ. “ტყის ჩუქებამ… იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო – ალექსანდრე თამაზაშვილი

mazda magti 5g