LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბალენსიაგას“ კაბაში გამოწყობილი პენელოპა კრუსი და მხარდაჭერა უკრაინას – შთამბეჭდავ ფოტოებს დემნა გვასალია ავრცელებს

315
page

ამჯერად, W Magazine-ის გარეკანს „ოსკაროსანი“ მსახიობი, პენელოპა კრუსი ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარია. საოცარ ფოტოსესიაში „ალმადოვარის მუზა“ ,,კარმენის” იმიჯს ირგებს. პენეს „ბალენსიაგა“ აცვია. შთამბეჭდავ ფოტოსესიას დემნა გვასალიამ „ინსტაგრამზე“ ავრცელებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Balenciaga by Demna (@demnagram)

მანამდე კრუსმა სოციალურ ქსელში უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოთქვა და ვრცელი პოსტი გააზიარა.

„ახლა უკრაინელ ბავშვებს ისე არაფერი სჭირდებათ, როგორც მშვიდობა. არც ერთმა ბავშვმა, სადაც არ უნდა დაიბადოს, გაიზარდოს ან ცხოვრობდეს, არ უნდა იცოდეს ძალადობისა და კონფლიქტის სისასტიკე. უკრაინაში მილიონობით ბავშვი შუაღამისას აფეთქებების ხმამ გააღვიძა. მათ გამო ახლა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი. მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ ბავშვები თავდასხმისგან. 7,5 მილიონი ბავშვი რისკის ქვეშ იმყოფება“, – წერს მსახიობი.

„დავიცვათ ბავშვები თავდასხმისგან… 7,5 მილიონი ბავშვი რისკის ქვეშ იმყოფება“ – პენელოპა კრუსი ემოციურ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები