LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია – ბექა დავითულიანის პასუხი, თუ რატომ არ არის ნახსენები რუსეთი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში

108
ბექა დავითულიანი

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტში რუსეთის ფედერაციის არ ხსენებას, “ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავითულიანი ეხმაურება.

დავითულიანის განცხადებით, რეზოლუცია ემსახურება იმას, რომ უკრაინაში ომი დაშვებული არ იქნეს და ის უკრაინაში მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუციაა.

რაც შეეხება რუსეთის არ ჩაწერას, “ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია, – აღნიშნავს დავითულიანი.

„საქართველოს პარლამენტი არის პირველი პარლამენტი მთელ მსოფლიოში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას იღებს. რაც შეეხება სიტყვა რუსეთის ჩაწერა- არჩაწერას, ბანგლადეში რომ არ აპირებს უკრაინაში ომს, მგონი ეს ისედაც ცხადია. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გული სწყდებათ, რომ ეს კონფლიქტი აქ არ არის და ჰგონიათ, რომ ამ კონფლიქტში საკუთარი პოზიციის აგრესიულად გამოხატვა არის პატრიოტიზმის დამტკიცება, მე ასე არ მგონია“, – განაცხადა დავითულიანმა.