LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა დუბლების რეკორდსმენია და ჯილდოებს კლასიკოს წინ გამოფენს (კარიკატურა)

52

კვირას მაგარი თამაშია: ელ კლასიკო. მართალია, სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრას დიდი აზრი არ უდევს საფუძვლად, მაგრამ ინტრიგა მაინც არის. „რეალი“ ალბათ შეეცდება საძულველ მეტოქეს ჩემპიონატი დაუმარცხებლად არ ჩაამთავრებინოს. პლუს ამას ემატება ისიც, რომ თავად მეორე ადგილისთვის იბრძვის. თავის მხრივ „ბარსას“ მოუნდება „შური იძიოს“, მადრიდელებმა ხომ საჩემპიონო დერეფნის გაკეთებაზე უარი თქვეს და კატალონიელებს მათთვის დასამტკიცებელი ერთხელაც გამოუჩნდათ.
და საერთოდ, ეს ხომ ელ კლასიკოა და რად უნდა ამდენი საბაბის ჩხრეკა.

„ბარსელონამ“ წელს ესპანეთში თასიც მოიგო და ჩემპიონობაც. ბოლო 10 წელია, „ბარსა“ დუბლს მეხუთედ აკეთებს და ეს საუკეთესო მაჩვენებელია ევროპაში.

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში „ბარსელონა“ ოქროს დუბლის მიხედვით ლიდერია.

 

„ბარსელონა“ ემზადება თავისი ტროფეი კლასიკოს წინ გამოფინოს.
მადრიდის „რეალმა“ უარი თქვა საჩემპიონო დერეფნის გაკეთებაზე და ახლა უბრალოდ გამარჯვებულების აღლუმის ცქერა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები