LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას გუელის პარკი ბილეთებს სალაროში აღარ გაყიდის, მიზეზი გადამეტებული ტურიზმია

153
IMG_0348

ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის გუელის პარკის ბილეთები დაწყებული ივლისის თვიდან, მხოლოდ ონლაინ გაიყიდება. ინიციატივის მიზანი რაიონში ტურისტების ნაკადების შემცირებაა, წერს Info Barcelona.

ლა-სალუტის კვარტლის მაცხოვრებლები, სადაც ცნობილი არქიტექტორის ანტიონიო გაუდის პარკი მდებარეობს – უკვე მრავალი წელია ჩივიან იმ დისკომფორტზე, რომელიც ღირსშესანიშნაობის სანახავად მოსულ აუარებელ ვიზიტორს უკავშირდება.

პარკის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ონლაინ-გაყიდვებზე გადასვლა შესასვლელთან ხალხის ნაკადებს შეამცირებს, ტურისტები პარკში კონკრეტულად იმ დროს მოვლენ, რომელიც ბილეთზე იქნება მითითებული. ახალი წესი იმ ვიზიტორების პრობლემასაც მოაგვარებს, ვინც პარკთან მოდის და აღმოაჩენს, რომ ბილეთები აღარ არის.

გუელის პარკი დამთვალიერებლებისთვის 1926 წლიდან გაიხსნა. 1984 წელს ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში გააერთიანეს. პარკი ტურისტებს ზღაპრული არქიტექტურისა და ულამაზესი მოზაიკების მიქსით ხიბლავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები