LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონას სანაპიროებზე მოწევა აიკრძალა: ჯერჯერობით არავინ დაუჯარიმებიათ

64
wterteryt

ბარსელონას სანაპიროებზე მოწევის აკრძალვის მომენტიდან დღემდე ერთი ადამიანიც კი არ დაუჯარიმებიათ. მერიამ ასეთი შედეგი იმით ახსნა, რომ ანტი თამბაქოს ზომა ორი ნაბიჯისგან შედგება: თავიდან გაფრთხილება და განმეორების შემთხვევაში ჯარიმა – 30 ევრო. შედეგად ყველა დამსვენებელი ვინც პლაჟზე სიგარეტს აბოლებდა, მას პირველივე გაფრთხილების დროს აქრობდა და კანონს ამის შემდეგ აღარ არღვევდა. ინფორმაციას ამის შესახებ The olive press ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, სანაპიროზე მწეველთა რაოდენობა 3%-იდან 0,97%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა 72% სიგარეტის ნამწვებს დღემდე პოულობს, რაც მერიის აზრით ღამის წვეულებებს უკავშირდება. ამ ზაფხულს ბარსელონას პლაჟებს 5 მილიონამდე ადამიანი ესტუმრა.

აღსანიშნავია, რომ მოწევა ესპანეთის ასობით სანაპიროზეა აკრძალული. ამ კუთხით ბარსელონა ძალიან ლმობიერიც კია და სხვა ქალაქებში სასჯელი ბევრად უფრო მკაცრია. მაგალითად, მალიორკას პლაჟზე მოწევისთვის ჯარიმა 2 ათასი ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები