LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი გარდაიცვალა: რას ამბობენ გადარჩენილები

36

ბარსელონაში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამ დროისთვის რამბლეს მოედანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ეძებს ფურგონის მძღოლს, რომელიც ხალხის მასაში შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი თავს ერთერთ თურქულ კაფეს აფარებს.

გადარჩენილები ყვებიან, რომ შემთხვევა საზარელი სანახავი იყო. ერთერთი თვიმხილველი ამბობს, რომ მანქანა ხალხში მისგან დაახლოებით 5 მეტრში შევარდა.

“ეს მოხდა ჩემთან ძალიან, ძალიან ახლოს. ვერავინ გააცნობიერა რა მოხდა, უბრალოდ ყველა ყვიროდა და გარბოდა”, – ამბობს ის “ბიბისისთან” ინტერვიუში.

მეორე თვითმხილველი კი ამბობს, რომ შემთხვევის შემდეგ ასფალტზე ორი გარდაცვლილი ადამიანი დაინახა.

“მივრბოდი… ჯერ ერთი ადამიანი დავინახე, რომელიც ძირს ეგდო. შემდეგ მეორე, უგრძნობად მწოლიარე ადამიანიც დავინახე. ეს საშინელება იყო”,- განაცხადა მან.

შემთხვევა ტურისტებით სავსე ადგილას მოხდა. ტერაქტი ფესტივალის პერიოდს დაემთხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები