„ბატონი ბიძინა ივანიშვილი მთელი თავისი ცხოვრებით არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც თავისი ქვეყნისთვის უდიდეს სიკეთეებს აკეთებს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ განაცხადა.
ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენას გამოეხმაურა:
„ეს არის ერთ-ერთი ქველმოქმედება, რომელიც არის ისტორიული მნიშვნელობის. ეს არის ძალიან დიდი, ეროვნული მნიშვნელობის საქმე. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული მოვლენა“ – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ქართული ხელნაწერი შეისყიდა, რომელიც საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.