LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონი კალაძე არცკი კადრულობს საკუთარი ახალი გუნდის წარდგენაზე მოსვლას – გოკა გაბაშვილი

108

“დღეს თბილისის ახლადარჩეული მერი, კახა კალაძე, საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს,” – ამის შესახებ განცხადება დღეს ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა, გააკეთა.

მისივე თქმით, თბილისის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოში მერის ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, წარადგენს.

“მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს კახა კალაძე საერთოდ არ მოვა თბილისის საკრებულოში. თბილისის საკრებულოში მთავრობას ჯერ კიდევ თვითონ დაუმტკიცებელი მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე, წარადგენს, რომლის მიმართაც არანაირი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გასაოცარია, რომ თბილისის მერის და საკრებულოს ურთიერთობა ასე იწყება. კერძოდ, ბატონი კახა კალაძე არც კი კადრულობს საკუთარი ახალი გუნდის წარდგენაზე მოსვლას ახლადარჩეულ საკრებულოში. თავს არიდებს თავის არჩეულ კადრებზე საუბარს, შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კალაძეს არა აქვს პასუხი, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი. კახა კალაძეს არა აქვს არანაირი პასუხი, რატომ აბარებს მერიის უსაფრთხოების სამსახურს შავბნელი, ფაშისტური მოსაზრებების „ზონდერ“ წარმომადგენელს, კალაძეს ასევე არ აქვს პასუხი, რატომ დატოვეს სუს-ის წარმომადგენელი მის მოადგილედ,” – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

magti 5g