LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბატონმა პაატამ სჯობს ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს – მეუფე იაკობი (ვიდეო)

778
567

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ქადაგების დასრულების შემდეგ, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილმა ჟურნალისტებთან კითხვებს თავი აარიდა. რამდენიმე მღვდელმთავარმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, მათ შორის მეუფე იაკობმაც. მან ვირუსის გავრცელების საშიშროებასა და რისკებზე პასუხისმგებლობა მრევლს მიანდო და განაცხადა, რომ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს ტაძარში მივა თუ არა.

„ვფიქრობ, გუშინ სრულიად გასაგებად ბრძანა სახელმწიფომ, რომ მათ მრევლის გამო დაშვება გააკეთეს. მრევლი, რომელიც მოვა, თავად აიღებს პასუხისმგებლობას. ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არ მივა. მათი გადასაწყვეტია. როდესმე გინახავთ მე მრევლისთვის მეთქვას, აუცილებლად მოდი ეკლესიაში? არჩევანის საშუალება აქვთ ადამიანებს, რობოტები არ არიან. რობოტებად არ უნდა ვაქციოთ ამ კორონავირუსის გამო. თქვენ რომ გიკეთიათ პირბადეები, ხომ უჯერებთ?! ვიღაც, ალბათ, იმასაც დაიჯერებს, რომ არ მოვიდეს. ვინც მოვა, მოვა. მე შემიძლია ჩემს თავზე ვიყო პასუხისმგებელი. ასევე, ნებისმიერი ქრისტიანი საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. ვისაც მისვლა უნდა მივა, ვისაც მისვლა არ უნდა, არ მივა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

საფრთხე რეალურია: მეუფე გრიგოლს პაატა იმნაძის გამოსვლამ 9 აპრილი გაახსენა და წირვას მრევლის გარეშე აღავლენს

მეუფემ ასევე უპასუხა კითხვას დაავადებათა ეროვნული ცენტრის მოადგილის განცხადების შეფასებაზე. სასულიერო პირმა პაატა იმნაძეს დაინფიცირებული პაციენტების სწორად დათვლა ურჩია. მისი განმარტებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებით არის ცნობილი.

„ბატონ პაატას პატივს ვცემ, მაგარამ სჯობს მან ის დაითვალოს რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს. რეალურად რამდენი გვყავს ეს დაითვალოს. ეკლესიაზე გსურთ საუბარი მხოლოდ?! ის რაოდენობა არ გვაქვს რაც რეალურადაა. ექიმებს ჰკითხეთ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g