წელს პირველად, ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
“ამჯერად ბათუმს „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია.
კონკურსის შედეგები 11 ნოემბერს, ომანის დედაქალაქ მუსკატში გახდება ცნობილი”, – ნათქვამია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.