LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმის აეროპორტის გაფართოება იწყება (ფოტოები ადგილიდან)

352
104076285-2894342423996532-1966851131060823966-o

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ – „ტავ ჯორჯიამ“ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შემოისაზღვრა ტერიტორია, სადაც ივლისიდან საექსკავაციო და სამშენებლო სამუშაოები აქტიურად დაიწყება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტში, „ტავ ჯორჯია“ 14 მილიონი დოლარის ინვერსტიციას განახორციელებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის თებერვლის ბოლომდე დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

ფოტომასალას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები