ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და “პლაზა” ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
„ბათუმელების” ცნობით, „პლაზაში“ დასაქმებულები ამბობენ, მათთან პოლიცია მივიდა და უთხრა, „დაეკეტათ სავაჭრო ობიექტები, რადგან რაღაც უნდა გადაემოწმებინათ“.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.
ბათუმის აეროპორტში ნაღმს ეძებდნენ – 1 ფრენა გადაიდო