ბათუმში, 10 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული შუახნის ასაკის მამაკაცია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით , რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.