ბათუმში, ხალვაშის გამზირზე, არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ის დაშავდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.