LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს – მანიფესტანტები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

156
აქცია თბილისში

თბილისში, ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეკრებილებმა სანთლები დაანთეს.

უწყებასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო… ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას…“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

მანიფესტანტების განმარტებით, ისინი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობასაც აპროტესტებენ.

ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

ირაკლი კობახიძე: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა – ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g