14 აგვისტოდან აჭარაში მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრას შეძლებენ. ამ მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ხსნის ვაქცინაციის დიდ სივრცეს.
მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ამ სივრცეში აცრას შეძლებენ „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებითაც.
ბოლო 24 საათში აჭარის რეგიონში კორონავირუსი დაუდასტურდა 905 ადამიანს.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში გაკეთებულია 79 741 აცრა.
შგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში ჩატარებული 50 430 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 5352 შემთხვევა.
კორონავირუსით კიდევ 48 პაციენტი გარდაიცვალა.
