ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსიდან 30-წლამდე ასაკის ორი მამაკაცი ჩამოვარდა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცები გარდაცვლილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღევევას, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.