ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ლერმონტოვის ქუჩაზე მოხდა.
მეზობლები ამბობენ, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლში ავეჯს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იმყოფებიან, ხოლო ბინაში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ფოტო: ajaratv