LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა

419
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერითა და ბუღალტერთა კლუბის ჩართულობით, ბათუმში ფინანსურ, საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებზე ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი სახელწოდებით „ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები“ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესებთან შეხვედრების სერიის ნაწილია.

ტრენინგს მცირე და საშუალო ბიზნესის ასამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ოთხსაათიან შეხვედრაზე ბუღალტერთა კლუბის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია გაუზიარეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა:

  • ტურისტული საქმიანობა
  • ტურისტული საქმიანობის სუბიექტები
  • ტურისტული პროდუქტი, ტუროპერატორი, ტურაგენტი
  • ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირების საგადასახადო ვალდებულებები
  • დაბეგვრის ე.წ. შეღავათიანი რეჟიმები ტურისტული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის
  • საგადასახადო შეღავათები

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ გზებს იმისათვის, რომ მეწარმეებს მთელი საქართველოს მასშტაბით მივცეთ მათთვის საჭირო ინფორმაცია, გავუზიაროთ საუკეთესო გამოცდილება და დავაკავშიროთ ამა თუ იმ დარგის ექსპერტებთან. ამჯერად ჩვენი და ბუღალტერთა კლუბის შეხვედრა ბათუმში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შედგა და მათ ფინანსურ საკითხებზე არაერთი საკითხი გავაცანით. მოხარული ვართ, რომ ღონისძიების მიმართ დამსწრეებმა მაღალი ინტერესი გამოიჩინეს, სწორედ ამიტომ ჩვენ მომავალშიც არაერთ საგანმანათლებლო შეხვედრას შევთავაზებთ მცირე და საშუალო ბიზნესს“, – აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

გაიგეთ მეტი საქართველოს ბანკის პროექტებზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდიდან ან ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკის ბიზნესის გვერდს Facebook-ზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g