LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფარშიც დადასტურდა

101
Capture

საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან სამი ფოთში გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა. პაციენტები მუდმივ რეჟიმში საჭიროებენ ჟანგბადს.

ფოთში გამოვლენილ ინფიცირებულები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ერთი ოჯახის წევრები არიან. ინფიცირების წყარო ბათუმს უკავშირდება. ისინი გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში. ამ ეტაპზე მოძიებულია მათი 4 კონტაქტი და გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. თვითიზოლაციაში 45 პირი იმყოფება.

ფოთის ჰოსპიტალში კორონავურუსით ინფიცირებული 38 პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის შეფასებით, 14 -ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის კი, სტაბილური.

 

რაც შეეხება ბათუმს, 8 კოვიდ კლინიკაში 463 პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 24 პაციენტი იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 600-ზე მეტი პირი ბინაზე მკურნალობს.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა.

ბათუმში, მოხუცთა თავშესაფარში 35 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულებიდან 25 თავშესაფრის ბინადარია, 10 – ადმინისტრაციის თანამშრომელი. 5 თანამშრომლის კვლევის პასუხს ელოდებიან.
ხანდაზმულები კოვიდცენტრებში არიან გადაყვანილი, ხოლო თანამშრომლები საკარანტინე სივრცეში.

 

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება, მობილიზებულია 600 საწოლი, გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g