LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მოხუცთა თავშესაფარში 25 ხანდაზმული და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა

90
katarzisi

კორონავირუსის 314 შემთხვევიდან აჭარაში 225 დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოსთან მოქმედ ბათუმის სათნოების სავანეში 25 ხანდაზმული და ათი თანამშრომელი დაინფიცირდა.

სავანის დირექტორის, დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, ხუთი პირის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

„ჩვენი 25 ბენეფიციარი დაინფიცირდა, ველოდებით კიდევ ხუთი ხანდაზმულის ანალიზების პასუხებს, ინფიცირებულია ჩვენი ათი თანამშრომელიც. ყველა მოხუცი კლინიკაშია გადაყვანილი, თანამშრომლები კი – კოვიდსასტუმროებში“, – განაცხადა დეკანოზმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის 314 შემთხვევიდან აჭარაში 225, თბილისში 35 დადასტურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g