საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
„გამოვლინდა 314 ახალი შემთხვევა, რომელიც რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც დღეს 225 შემთხვევაა,
თბილისი – 35,
იმერეთი – 22,
გურია – 1,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18,
სამცხე-ჯავახეთ ი – 3,
ქვემო ქართლი -1,
შიდა ქართლი – 9
ენდელაძის თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 25 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
„მკურნალობას გადის 3 542 კოვიდინფიცირებული, აქედან 25 არის კრიტიკული, მათ შორის 23 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაიცვალა 33 პაციენტი.