ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.
როგორც „ფორტუნას” შინაგან სამინისტროში განუცხადეს, საქმე 240 – ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რადიო „ფორტუნა” დაუკავშირდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრსაც, უწყების ცნობით, ადგილზე მისვლისას ექიმების ბრიგადას ახალგაზრდა ბიჭი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.