„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი, რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ახლახან გათავისუფლდა, გადაცემა “პროფილს” სტუმრობდა, სადაც ციხეში გატარებულ მძიმე პერიოდსა და საპყრობილის დატოვების შემდეგ, შვილიშვილთან პირველი შეხვედრის წუთებზე ისაუბრა.
რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ შვილს ციხეში მოსვლა თავად აუკრძალა.
„მე და მაიას საოცრად მოგვეხმარა უფროსი შვილიშვილი ზაზუკა. ძალიან გვამხნევებდა, დიდი იმედი და საყრდენი იყო. ზაზუკა მოდიოდა, ნინოს კი მე ვთხოვე, ავუკრძალე მოსვლა. ძალიან განიცდიდა, ციხეში შეხვედრა და შემდეგ განშორება, როდესაც ტოვებ დედას, ეს ძალიან მძიმეა.
მაშინ ემოცია არ უნდა ჰქონდეს…
რომ გავედი და ჩემი შვილიშვილი ვნახე პირველად, ბავშვი აბსოლუტურად გათეთრდა. არ მივედი და არ ჩევხუტე, არ იყო ეს იოლი მარიტასთვის.
არ მინდოდა ამხელა ემოცია დამეტეხა თავზე არც ჩემი და არც სხვების შვილიშვილებისთვის, არ მინდა ბავშვი ამ ამბებში იყვნენ ჩართულები“,- ამბობს კერვალიშვილი.