LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვს სჭირდება დახმარება ოჯახში და ოჯახს სჭირდება გაძლიერება: მაია ქურციკიძე

185
afe2951b-5e21-49d2-9f80-ecdd381f1592_640

გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” ბავშვთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის კუთხით არსებული პრობლემები.

როგორც მაია ქურციკიძემ აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაძლიერდეს ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ძლიერი სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც დაინახავს დაუცველ ოჯახებს. ამ მხრივ იგეგმება გარკვეული ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის, UNICEF – ის დახმარებით, თუმცა ჯერ კიდევ არიან ღარიბი ოჯახები და ბავშვები, რომლებიც ამ ოჯახებში ცხოვრებენ. სისტემამ კიდევ უფრო ეფექტიანად უნდა დაინახოს და გააძლიეროს ასეთი ოჯახები, რომ ბავშვებს არ მოუწიოთ გამოსვლა სახლიდან ქუჩაში. ბავშვს სჭირდება დახმარება იქ სადაც ის არის, ანუ ოჯახში და ოჯახს სჭირდება გაძლიერება“, – აღნიშნა მაია ქურციკიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g