“ის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში ფიქსირდება, შეესაბამება იმ პროცენტულ განაწილებას, რაც საქართველოში არის პანდემიის მიმდინარეობისას დაფიქსირებული”, – ასე ეხმაურება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებელის იმ სტატისტიკას, რომელიც “ფორტუნამ” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოითხოვა და რომლის მიხედვით, ქვეყანაში 18 წლამდე ასაკის 40 819 ინფიცირებულია აღრიცხული.
საქართველოში, პანდემიის პერიოდში კორონავირუსით 40 000-ზე მეტი ბავშვი დაინფიცირდა
მისი თქმით, საქართველოში ბავშვთა წილი ინფიცირებულთა რაოდენობაში 9-10%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. არგუმენტად ივანე ჩხაიძეს სხვა ქვეყნებში არსებული სტატისტიკა მოჰყავს.
მისივე განცხადებით, ყველაზე მაღალი სტატისტიკა, 12%-ზე მეტი, ქვეყანაში ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.
პირველად გვაქვს ბავშვებში ერთდროულად 3 მძიმე შემთხვევა, რაც შეშფოთების საფუძველია: ივანე ჩხაიძე
“თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს საქართველოში 373 ათასი ადამიანია ჯამში, ინფიცირებული, 9-10% არ არის მაღალი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, ზოგ ქვეყანაში 3-4%-ია, ზოგში 8, ზოგში 12%.
მსოფიოში ყველაზე მაღალი სტატისტიკა რაც არის – 12%-ზე მეტი, ჩვენთან არ დაფიქსირებულა.
ასე რომ, საქართველოში საშუალო მაჩვენებელია 10%. რა თქმა უნდა, 40 000 ბავშვი დიდი რიცხვია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ეს ციფრი არის დაფიქსირებული 2020 წლის თებერვლიდან დღემდე ანუ წელიწადი და სამი თვის განმავლობაში.
განაწილებულია ტალღის მიხედვით. ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვი საქართველოში მეორე ტალღის დროს იყო 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ახლა შედარებით ნაკლებია, თუმცა ციფრი მაინც მაღალია” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.
თავისა და ყელის ძლიერი ტკვილი, ცხვირიდან გამონადენი – ივანე ჩხაიძე დელტა შტამის კლინიკურ ნიშნებზე