LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: ​მაკრონმა და შოლცმა პუტინს დაჟინებით მოუწოდეს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას

409
BeFunky-collage (2)

რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამხრივი სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 75 წუთს გაგრძელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა დასავლური მედიასაშუალება ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტს საუბრისას უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ზელენსკი: რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი ამბობს, რომ სატელეფონო საუბარი “უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი” იყო და იქვე დასძინა, რომ სამივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ არ გაამჟღავნონ მოლაპარაკების დამატებითი დეტალები.

მანვე აღნიშნა, რომ მანამდე, გერმანიის კანცლერი შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ პუტინმა ევროპელ ლიდერებს მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა და აგრეთვე მათ შეშფოთებას უპასუხა ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით. კრემლმა მოლაპარაკებების მეტი დეტალი არ დააკონკრეტა.

ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

მედია: FSB-ს მაღალჩინოსნები პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა – “როგორც სჩანს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები