როკ-ინდუსტრიაში სასიხარულო ტენდენციები ფიქსირდება. თითქოს, ლეგენდარული ჯგუფები შეთანხმდენენ და საზოგადოებას ახალ ნამუშევრებს ერთმანეთის მიყოლებით სთავაზობენ. 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა ავსტრალიურმა კოლექტივმა AC/DC ალბომი Power Up გამოუშვა. 15 წლის შემდეგ კი, მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნდა და ორი ახალი კომპოზიცია, Protect the Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა. 4 წლის შემდეგ კი ბენდი Metallica ახალ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ კოლექტივის ლიდერმა, ლარს ულრიჰმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში განაცხადა.
მათ რიცხვს მალე ეპოქალური ჯგუფი Guns N’ Roses-იც შუერთდება. ჯგუფის გიტარისტმა, სლეშმა გამოცემა cleveland.com-ს ინტერვიუ მისცა, მან განაცხადა, რომ ბენდი ახალ კომპოზიციებს, 2021 წელს გამოუშვებს. მისი განცხადებით, კოლექტივის ბასისტთან, დაფ მაკკეგანთან ერთად რამდენიმე ტრეკზე უკვე იმუშავა.
„ახალი კომპოზიციების წერაში ბევრი დრო დავხარჯე. დაფ მაკკეგანთან ერთად Guns N’ Roses-ის რამდენიმე ახალ ტრეკზე უკვე ვიმუშავე. ისინი დღის სინათლეს 2021 წელს ნახავენ, მომავალ წელს ჩემს კიდევ ერთ ჯგუფთან, The Conspirators-თან ერთადაც გამოვცემ ახალ ალბომს, რომელშიც 20 სიმღერა შევა“, – გაანცხადა სლეშმა.
შეგახსენებთ, Guns N’ Roses-მა ბოლო ალბომი Chinese Democracy 2008 წელს გამოუშვა.
https://www.youtube.com/watch?v=ccVOt18x2Mk