ცოტა ხნის წინ, 64 წლის მსახიობი ჯემი ლი კერტისი პირველი „ოსკარის“ მფლობელი გახდა ფილმისთვის „ყველაფერი ყველგან ყოველთვის.“ შვიდი „ოსკარის“ მფლობელ კინოსურათში ჯემი ლი კერტისი ქალის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.
საკმაოდ ემოციური იყო კერტისის სამადლობელი სიტყვაც „დოლბის კინოთეატრში“, ამჯერად კი ფილმ „ჰელოუინის“ ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ ფოტოსესიაში, სადაც ის კუთვნილი „ოსკარით“ ხელში, აუზის ფონზე საუზმეს შეექცევა და ძალიან ბედნიერი ჩანს.
ჯემი ლი კერტისი ტრანსგენდერ ქალიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა