LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიამ ნიდერლანდებისგან მიწა იყიდა, რათა ძროხების ცხოვრება გააუმჯობესოს

114
5882d4a3-462695158_2823077674525081_3356140961369156853_n-1024x683

ნიდერლანდებმა მიწის ნაწილი, რომლის ფართობიც ერთი ჰექტარი და 18 აკრია, ბუნების დაცვის ბელგიურ ასოციაციას მიჰყიდა. შეთანხმების მიღწევამდე მოლაპარაკებები 10 წელი გრძელდებოდა, წერს Brussels times.

მიწის ნაკვეთი ბელგიის ქალაქ მაასეიკის სიახლოვეს მდებარეობს და ის გახდება იმ ბუნებრივი ნაკრძალის ნაწილი, რომელიც მთლიანობაში 200 ჰექტარს მოიცავს და გადაჭიმულია როგორც ნიდერლანდების ისე ბელგიის ტერიტორიაზე.

ასოციაციამ მიწა 30 ათას ევროდ იყიდა. ეს მიწა სპეციალურად ძროხებისთვის შეიძინეს, რათა თავი მათ უფრო კომფორტულად იგრძნონ.

გაყიდული ნაკვეთი 1831 წლიდან ბელგიის მფლობელობაშია, თუმცა ფაქტობრივად ყოველთვის ნიდერლანდების ნაწილი იყო. ამიტომ, სიახლეს ორი ქვეყნის საზღვრები არ შეუცვლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები