LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ავტოფარეხში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი Jaguar იპოვეს

109

აუქციონის სახლის Bonhams-ის სპეციალისტებმა კლასკური ავტომობილების ბელგიელი კოლექციონერის ავტოფარეხში უნიკალური Jaguar XK140 იპოვეს. ავტომობილის ძარაზე ჯოვანი მიკელოტომ იზრუნა. მიიჩნევა, რომ სულ ორი, ან მაქსიმუმ ასეთი ავტომობილი გამოვიდა. ავტოფარეხში ასევე Ferrari 308 GT4, Jaguar E-type Series I და Wolseley-ის ერთ-ერთ მოდელი იპოვეს.

აღმოჩენილი Jaguar XK140-ის შასის ნომერი არის: S 814 286. თავდაპირველად კუპე კრემისფერი იყო, სალონში კი ცისფერის ორი ტონი იყო გამოყენებული. 1957 წელს ავტომობილი ავარიაში მოყვა და ძარის სრული შეცვლა გახდა საჭირო.

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ავტომობილმა ახალი ძარა 1960 ან 1961 წელს მიიღო.

მოგვიანებით, ორკარიანი ავტომობილი კლასიკური ავტომობილებით მოვაჭრე სტივენ ლენგტონის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ის უნიკალური Jaguar-ების კოლექციონერს, როლანდ ურბანს მიყიდა. ავტომობილის ბოლო მფლობელი ბელგიელი კოლექციონერი მისტერ შეპენსი გახლდათ, რომელმაც კუპე 1999 წელს შეიძინა. მან ავტომობილის აღდგენა გადაწყვიტა, თუმცა, მანამდე გარდაიცვალა, სანამ ძარას შეღებავდნენ.

Jaguar მონაკოში აუქციონზე 13 მაისს გამოვა. მისგან 10-დან 20 000 ევრომდე ელიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები