ბელგიის მაცხოვრებლები, რომლებიც ნაგავს ქუჩაში დაყრის ნაცვლად სწორ ადგილებში გადაყრიან, მიიღებენ სპეციალურ ვაუჩერებს, რომელთა გამოყენებასაც შემდეგ კომუნალური გადასახადებისთვის შეძლებენ. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ აირჩიონ უფასო ბილეთი მუზეუმში, ანდაც პარტნიორ მაღაზიებში გარკვეული ნივთები, წერს The Mayor.
ვაუჩერის მისაღებად, საჭირო იქნება აპლიკაციის ჩამოტვირთვა და გადაყრილი ნაგვისთვის ფოტოების გადაღება.
ამასობაში, ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს, რომ ქუჩებში ნაგვის რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, იტალიამ გააორმაგა ჯარიმა მათთვის, ვინც ნარჩენებს ავტომობილიდან გადმოყრის.