LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში პატიმრები სასჯელის მოხდას „დისტანციურად“ შეძლებენ

152
download

ბელგიაში გადაწყვიტეს, რომ პატიმრები სასჯელის მოსახდელად სახლებში გაუშვან. ახალი წესების მიხედვით, მსჯავრდადებულებს შეეძლებათ რომ ერთი თვე ციხეში და ერთი თვე შინაპატიმრობაში, მონაცვლეობით გაატარონ. ამის შესახებ malay mail წერს.

სიახლე შეეხება მხოლოდ მათ, ვინც საკანში არც თუ ისე მძიმე დანაშაულისთვის აღმოჩნდა. ანუ სახლში ვერ წავლენ ტერორიზმისთვის ან სექსუალური დანაშაულისთვის გასამართლებულები. გარდა ამისა, შინაპატიმრობის იმედი არ უნდა ჰქონდეთ იმ პატიმრებსაც, ვისი სასჯელიც 10 წელზე მეტია.

ამ გზით ბელგიაში ციხეების განტვირთვის იმედი აქვთ.

ანალოგიური პრაქტიკა ქვეყანაში პანდემიის დროსაც მოქმედებდა. მაშინ პატიმრებს ერთი კვირის სახლში, ერთის კი ციხეში გატარება შეეძლოთ. „დისტანციურ“ პატიმრობაში იმ ადამიანებს უშვებდნენ, ვისი სასჯელიც უკვე ბოლოსკენ მიდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები