LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ტურისტებს სთხოვეს, რომ ქუჩებიდან ფილები აღარ მოიპარონ

105
Screenshot 2025-05-30 133010

ბელგიის ქალაქ ბრიუგეს მერიამ ტურისტებს თხოვნით მიმართა, რომ ქუჩებიდან ფილები აღარ მოიპარონ. ისტორიული საფარი, რომელიც ასობით წელს ითვლის, მასობრივად ქრება – ტურისტებს ქვები სუვენირებად მიაქვთ, წერს CNN-ი.

ყოველთვიურად ბრიუგეს ცენტრში, რომელიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული, 50-70 ქვის ფილა იკარგება. ეს კი კულტურულ მემკვიდრეობას აყენებს ზიანს და თან ქვეითებისთვის საფრთხესაც ქმნის – გზაზე წარმოიქმნება ღრმულები, სადაც წაბორძიკება ძალიან მარტივია.

ერთი კვადრატული მეტრის შეკეთებას 200 ევრო სჭირდება. მერია აღნიშნავს, რომ ფილა ეს არა სუვენირი, არამედ ისტორიის ნაწილია და ვიზიტორები მხოლოდ ფოტოების გადაღებით უნდა დაკმაყოფილდნენ.

ანალოგიური პრობლემებია სხვა ევროპულ ქალაქებშიც. რომში ტურისტები ფილაქანს იპარავენ, საფრანგეთში – ველო-ბილიკის ნაწილებს. ევროპული ქვეყნები აქტიურად ებრძვიან გაუზრდელ მოგზაურებს. მაგალითად, ხორვატიაში საცურაო კოსტიუმებით სიარული და ისტორიული ძეგლების სიახლოვეს საკვების მირთმევა აკრძალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები