LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიელები ხორცზე ისევ უარს ამბობენ, ისევ ერთი თვით

112
a08338f2-belgaimage-2026184-1024x683

ბელგიაში დაიწყო ყოველწლიური აქცია, რომელიც ქვეყნის მაცხოვრებლებს ერთი თვე ხორცზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. მონაწილეებს ვეგანური კერძების გასინჯვას სთავაზობენ და თან იმასაც უხსნიან თუ რატომ არის ასეთი რაციონი ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის უფრო სასარგებლო. სიახლის შესახებ Brussels Times წერს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ხორცზე უარის დროებით თქმითაც კი გარემოში მავნე გამონაბოლქვი მცირდება და ბუნებრივი რესურსები იზოგება. მათ დათვალეს, რომ ხორცზე ერთი თვით უარის თქმა იმდენ მავნე გამონაბოლქვს შეამცირებს, რამდენსაც ავტომობილი 555 კილომეტრის გავლის შემდეგ გამოყოფს. გარდა ამისა, ამ თვეში 84 ათასი ლიტრი წყალიც დაიზოგება. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა ადამიანებს თავის კვებით ჩვევებზე აფიქრებს და მეტი სიჯანსაღისკენ უბიძგებს.

აქცია უკვე მრავალი წელია ბელგიაში პოპულარობით სარგებლობს და ათასობით მონაწილე ჰყავს. წელს ინიციატივას რესტორნებიც შეუერთდნენ და სპეციალური მენიუები წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები