Brussels Times-ის ცნობით, ლუვრის უსაფრთხოება კვლავ ეჭვქვეშ დადგა. ამჯერად სისტემა არა ქურდებმა, არამედ ბელგიელმა „პრანკერებმა“ – ნილ რემმერმა და სენე ჰავერბეკემ შეამოწმეს. მათ მუზეუმის 711-ე დარბაზში (ჯოკონდას დარბაზი) თავისი პორტრეტი ჩამოკიდეს. ნახატის შეტანა მათ ლეგოსგან აწყობილი ჩარჩოთი შეძლეს, რათა უსაფრთხოების სისტემები ხმაურის გარეშე გაევლოთ.
სურათი ძველი ოსტატების სტილში იყო შესრულებული და გარკვეული დროის განმავლობაში კიდეც ეკიდა კედელზე, მანამ სანამ „უცხო“ ხელოვნების ნიმუში დაცვამ არ აღმოაჩინა.
ტიკტოკერთა საქციელმა ექსპერტთა აღშფოთება გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ეს ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებებს უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების შესახებ, რომელიც მუზეუმმა გახმაურებული ძარცვის შემდეგ გაავრცელა.